სირიასთან დაკავშირებით სამმხრივმა სამიტმა კითხვები დატოვა – რას მოიმოქმედებენ რუსეთი, თურქეთი და ირანი, უცნობია

სოჭში, რუსეთის, ირანისა და თურქეთის ლიდერების სამდღიანი სამიტი დღეს დასრულდა. განხილვის თემა სირიის კონფლიქტი იყო, კერძოდ კი – იდლიბი. როგორც ცნობილია, ამერიკამ საბრძოლო ტექნიკისა და ჯარის გამოყვანა სირიიდან უკვე დაიწყო.
თურქეთის პრეზიდენტი, რაჯეპ ერდოღანი, დიდიხანია, დაჟინებით ამტკიცებს, რომ სირიის ტერიტორიული მთლიანობა კომპრომეტირებული იქნება, სანამ რეგიონში “სახალხო თავდაცვის დანაყოფები” განაგრძობენ ფორმირებას, რომელსაც ვაშინგტონი მხარს უჭერს.
ეს სამივე ქვეყანა ცდილობს, ქვეყანაში სხვადასხვა სამხედრო ძალის კოორდინირება მოხდეს, მაგრამ ერთმანეთის საწინააღმდეგო სამხედრო ქმედებები და, ასევე, კონკურენცია სირიაში ნავთობისთვის, მხარეებს შორის გაუგებრობის გამძვინვარებას აგრძელებს; განსაკუთრებით კი – მოსკოვსა და ანკარას შორის.
რუსეთი, თურქეთი, ირანი და სირია მიესალმებიან ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სირიიდან ჯარის გამოყვანის შესახებ. მაგრამ, ახლა, ე.წ. ასტანინის სამეულს მოუწევს, გაარკვიოს, როგორ გადაინაწილოს მოვალეობები ამერიკის კონტინგენტის წასვლის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები