ბერლინში საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია

 

ბერლინში, დღეს დილიდან, პირველად შვიდი წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაკების საპროტესტო აქცია დაიწყო. მიტინგი ასობით ათას მგზავრს შეეხება. მიმდინარე აქციის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პროფკავშირი “Verdi”, საპროტესტო აქციების გამართვით, ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამსაქმებლებზე სამუშაო პირობებისა და ხელფასების გაზრდის მიზნით. მედიის ცნობით, ქალაქში ძირითადი მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია. აქციის დასრულება, ადგილობრივი დროით, დღის 12 საათზე იგეგმება, მაგრამ, სატრანსპორტო კომპანია “BVG”-ს წარმომადგენლობის განცხადებით, მათ, მოძრაობის სრული აღდგენისთვის, დამატებით ერთი საათი დასჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები