ბრიტანეთის პარლამენტი “ბრექსითის” გადადებაზე უარს აცხადებს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები უარს აცხადებენ, მხარი დაუჭირონ ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან “ბრექსითის” ვადების გადაწევაზე მოლაპარაკებას გულისხმობს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Sky News”-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საიდუმლო მოლაპარაკებებს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ აწარმოებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “The Telagraph” ავრცელებდა.
გამოცემის ინფორმაციით, “ბრექსითის” გადადება 8 კვირით, 24 მაისამდე იგეგმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები