აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორი დაამტკიცა – ვინ დაიკავებს თანამდებობას

აშშ-ის სენატმა, მცირე უმრავლესობით, გენერალური პროკურორის პოსტზე უილიამ ბარრსი დაამტკიცა. მისი კანდიდატურა დონალდ ტრამპმა წამოაყენა. ბარრს ხმა ყველა “რესპუბლიკელმა” მისცა, გარდა შტატ კენტუკის სენატორისა და სამი “დემოკრატისა”.
ბარრი, ფაქტობრივად, პარტიული პოლიტიკისგან დამოუკიდებელ იუსტიციის სამინისტროს უხელმძღვანელებს. ეს უკვე მეორედ მოხდება – 1991-1993 წლებში, ბუშ-უფროსის ადმინისტრაციის დროსაც, ის ამ თანამდებობას იკავებდა. მაგალითად, სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომისა და პანამაში ოპერაციის დრო,ს ბარრი ეუბნებოდა პრეზიდენტს, რომ მას შეუძლია, გააგზავნოს ჯარი იქ, სადაც სურს და ამის უფლება კონგრესისგან არ მოითხოვოს.
იუსტიციის სამინისტროში მუშაობის შემდეგ, ბარრი სატელეკომუნიკაციო კომპანია “Verizon”-ის მთავარი იურისტის ადგილს იკავებდა (2008 წლამდე), შემდეგ კი პენსიაზე გავიდა. გარდა ყველაფრისა, გენერალური პროკურორი კურატორობას გაუწევს სპეცპროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიებას რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე ამერიკის არჩევნებში. მაგრამ, როგორც სხვადასხვა მედიასაშუალება იტყობინება, ეს არ იქნება მისი ძირითადი საქმიანობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები