ევროპარლამენტი სამედიცინო კანაფის შესწავლაზე რეკომენდაციას გასცემს

ევროპარლამენტი ევროკომისიასა და ეროვნულ მთავრობებს მოუწოდებს სამედიცინო კანაფსა და კანაფის სხვა სახით მოხმარებას შორის ზღვარი გაავლონ. ინფორმაციას ევროპარლამენტის ვებგვერდზე ვკითხულობთ.

რეზოლუცია ევროკომისიას და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მარეგულირებელი, ფინანსური და კულტურული ბარიერები მოხსნან, რადგან ეს სამედიცინო კვლევებს ზედმეტ ტვირთად აწვებათ.

ევროპარლამენტის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ევროგაერთიანებამ სამედიცინო კანაფის პროექტების მიმართულებით მეტი კვლევა უნდა განახორციელოს. ევროპელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ კანაფისგან დამზადებული მედიკამენტები სახელმწიფოს მეტ შემოსავალს მოუტანს, ასევე გააკონტროლებს ხარისხს და პროდუქტზე არასრულწლოვნების წვდომას შეზღუდავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები