ინდოეთში მომხდარი აფეთქებისას 12 პოლიციელი დაიღუპა

ინდოეთის შტატ ჯამმუში, აფეთქების შედეგად, პოლიციის 12 თანამშრომელი დაიღუპა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ANI” ავრცელებს.
თავის მხრივ, ტელეარხი “NDTV ” 8 დაღუპულისა და 40 დაშავებულის შესახებ იუწყება. ტელეარხის ინფორმაციის თანახმად, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს აფეთქდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლები ავტომობილით პულვამას რაიონში გადაადგილდებოდნენ. ხოლო სააგენტო “ANI-ის ცნობით, აფეთქების შემდეგ, სროლის ხმაც ისმოდა. დაშავებული პოლიციის თანამშრომლები, ამ დროისთვის, სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები.
ორივე მედიასაშუალების ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება “ჯეიშ-ე-მუჰამედი” თავდასხმაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები