დავით გაგუას სახელობის კლინიკაში ოპერაციები გადაიდო

უწყლობის გამო პროფესორ დავით გაგუას სახელობის კლინიკაში დღეს დაგეგმილი ოპერაციები გადაიდო, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ კლინიკის მიმღები განყოფილების ექიმმა მაია ფალავანდიშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, პროფესორ დავით გაგუას სახელობის კლინიკის მეექვსე სართულზე, სადაც სხვადასხვა პათოლოგიის ოპერაციები კეთდება, მთელი დღის განმავლობაში წყალი შეწყვეტილია. ამიტომ დღეს დაგეგმილი ოპერაციები გადაიდო.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები