კენიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია ხუთი ადამიანი

კენიაში, მაკუტანის ტყეში, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, დაღუპულია ხუთი მგზავრი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “The Citizen”-ი ავრცელებს. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი. დაღუპულთა შორის სამი კაცი და ორი ქალია. როგორც ცნობილია, თვითმფრინავი კომპანია “Safari Link”-ს ეკუთვნის და მგზავრები ოლ კიამბოდან ლოდვარში გადაჰყავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები