ნორვეგიაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას შსს-ში ადასტურებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს, რომ ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, მათ შორის  – გრიგოლ აბრალავა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული აბრალავა უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა. გრიგოლ აბრალავა, ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“ თანამშრომელი იყო.
რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს – „კურიერის“ ინფორმაციით, გრიგოლ აბრალავასთან ერთად, ნორვეგიაში დააკავეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი, გიორგი კიკნაძე, რომელიც, ამ დრომდე, მერიის მოქმედ თანამშრომლად მიიჩნევა. მესამე პირი კი, არსებული ინფორმაციით, გრიშა მარღანიაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები