პენიტენციურ დაწესებულებებში მოსწავლე მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პენიტენციურ დაწესებულებებში მოსწავლე მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, – ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მათ შორის, მსჯავრდებულების მონაწილეობით.

„მსჯავრდებულებს სკოლის დამთავრება სხვადასხვა სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა – მუსიკოსებმა, მსახიობებმა, ტელეწამყვანებმა და სპორტსმენებმა მიულოცეს.

მოსწავლეებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან სიმბოლური თეთრი მაისურები გადაეცათ, რომლებზეც სტუმრებმა სამახსოვრო და მისალოცი წარწერები დატოვეს.

ღონისძიების ფარგლებში, შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მათ შორის, მსჯავრდებულების მონაწილეობით.

№11 დაწესებულებაში ყოფნისას სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების სასწავლო სივრცე, ბიბლიოთეკა და სპორტული ინფრასტრუქტურა.

თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პროფესიული და აკადემიური განათლების ხელშეწყობა, პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განათლების სხვადასხვა საფეხურზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია შესაბამისი პირობები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები