პირი, რომელმაც ზუგდიდში ტურისტებს ზურგჩანთები მოპარა, სარფში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ე.მ. დააკავეს. დანაშაული თავისუფლების  3-დან 5 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, ორ უცხოელ მოქალაქეს ზურგჩანთები მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული სარფში დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული ზურგჩანთები და მათში არსებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
მათივე ცნობით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები