ირანის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს “იდიოტი” უწოდა

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანმა, ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, “იდიოტი” უწოდა. ამის შესახებ მან თეირანის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე განაცხადა, ისლამური რევოლუციის ორმოცი წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ხოუჰანის ასეთი განაცხადი დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებას მოჰყვა, სადაც მან ირანის ხელისუფლება გააკრიტიკა: “40 წელი კორუფცია. 40 წელი რეპრესია. ირანულმა რეჟიმმა “ორმოცწლიანი წარუმატებლობა” შექმნა. მრავალგზის ნაწვალები ირანის მოსახლეობა გაცილებით ნათელ მომავალს იმსახურებს”, – წერს დონალდ ტრამპი Twitter-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები