შესაძლოა, “შათდაუნი” არ იყოს – აშშ-ის კონგრესმენები საზღვრის დაცვაზე შეთანხმდნენ
აშშ-ში, კონგრესში, “დემოკრატებმა” და “რესპუბლიკელებმა”, ამერიკის სამხრეთ საზღვრების დაცვასთან დაკავშირებით, წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ შეთანხმებამ, შესაძლოა, შეაჩეროს მორიგი “შათდაუნი” 15 სექტემბერს, როდესაც მოლაპარაკებებზე გამოყოფილი დრო ამოიწურება.
როგორც ადგილობრივ ჟურნალისტებს “რესპუბლიკური” პარტიის სენატორმა, რიჩარდ შელბმა განუცხადა, კონგრესმენებმა შეთანხმების მიღწევა დახურულ შეხვედრაზე შეძლეს, რომელიც გვიან საღამომდე გრძელდებოდა. მისი თქმით, შეთანხმების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჯერჯერობით, უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს ამ შეთანხმებას ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.