ინდოეთში, სასტუმროში ხანძრის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, ქალაქ ნიუ-დელიში, დღეს, გამთენიისას, ხანძარი მოხდა, რომლის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა – მათ შორის, ქალები და ბავშვები. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “The Times of India” ავრცელებს. როგორც ცნობილია, ცეცხლი, ადგილობრივი დროით, 04.30 სთ-ზე გაჩნდა. გარდა დაღუპულებისა, არიან დაშავებულები. რამდენიმე ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო.
ამ დრომდე, მაშველები დაშავებულების ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებენ. შენობიდან 35 ადამიანი იქნა ევაკუირებული. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა კვამლისგან გაიგუდა. კიდევ ორი, თავის გადასარჩენად, ფანჯრიდან გადმოხტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები