რა ჯარიმები ეკისრებათ მოქალაქეებს, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების წესებს დაარღვევენ

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური აქვეყნებს ნუსხას, თუ რა ჯარიმები დაეკისრებათ მოქალაქეებს სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის:
• სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევა, ან შეუსრულებლობა 500 ლარის ოდენობით;
• იმავე ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა 1000 ლარის ოდენობით;
• შიდახანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებისთვის სახანძრო უსაფრთხოების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით;
• საევაკუაციო და ავარიული გასასვლელების, ხანძრის ავტომატური ქრობისა და სახანძრო სიგნალიზაციის არქონა 1000 – 5000 ლარამდე;
• შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისთვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით;
• კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესებისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა 5000 – 10000 ლარამდე;
• სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით;
• საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა 3000 ლარის ოდენობით;
• წყალსადენის ქსელის მფლობელის, ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ სახანძრო ჰიდრატების მოვლა-პატრონობისთვის დადგენილი წესების დარღვევა, ან შეუსრულებლობა 3000 – 5000 ლარამდე;
• საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ხელის შეშლა 1000 ლარის ოდენობით.
ცნობისათვის, 14 თებერვლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები