“კანონპროექტის ავტორმა განმარტოს, რა მიზნით დააინიცირა პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციასა და ვენეციის კომისიას”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტის ინიციატორს, იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს სთხოვს, განმარტოს, რა მიზნით დააინიცირა ისეთი პროექტი, რომელიც კონსტიტუციასა და ვენეციის კომისიას ეწინააღმდეგება.
,,შეიძლება გასაგები იყოს სხვა ინიციატორების პოზიცია, რომ მათ არ მოსწონთ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის იდეა, ეს მესმის, მაგრამ კანონპროექტის იდეის ავტორმა, იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ უნდა განმარტოს, რა მიზნით დააინიცირა ისეთი პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ჩემი აზრით, არა მხოლოდ მან, არამედ პროცესში ჩართულმა ყველა იურისტმა უნდა უპასუხოს კითხვას – კონსტიტუციას შეესაბამება თუ არა ეს ინიციატივა. აქ გამოჩნდება, ვის აინტერესებს კანონი და ვინ არის სუბიექტურად დაინტერესებული ამ საქმეში”, – აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები