პოლონეთში, ტერორიზმში ეჭვმიტანილი ჩეჩენი დააკავეს

პოლონეთის სახელწიფო უსაფრთხოების სააგენტომ, მესაზღვრეებთან თანამშრომლობით, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ჩეჩენი დააკავა, რომელიც ტერორიზმშია ეჭვმიტანილი.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “Onet.pl”-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეჭვმიტანილი 30 იანვარს დააკავეს, ხოლო, უსაფრთხოების მიზნით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.
პოლონეთის სასამართლომ უკვე მიიღო ჩეჩენის დეპორტაციის გადაწყვეტილება. ჯერჯერობით, ის დაკავებულია. ტერორიზმში ეჭვმიტანილი პოლონეთის ტერიტორიაზე ტერორისტული საქმიანობით იყო დაკავებული – ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სპეცსამსახური ავრცელებს. ასევე, მათი ცნობით, ის თანამშრომლობდა სხვა ჩეჩნებთან, რომლებიც პოლონეთმა ქვეყნიდან “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის გამო გააძევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები