ომბუდსმენი ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებაზე: თუკი დარღვევა იყო, ეს არის ბელგიის სამართალდამცველთა კომპეტენცია

ბელგიაში, ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებას, სადაც მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდებოდა, სახალხო დამცველი ეხმაურება.
ნინო ლომჯარიას თქმით, მისთვის ყოველგვარი კონტრაქცია მიუღებელია, თუმცა ლიეჟში მომხდარ აქციაზე კანონის დარღვევაზე ბელგიელ სამართალდამცველებს უნდა ემოქმედათ.
“ზოგადად, ჩემთვის მიუღებელია კონტრაქციები, მე ვფიქრობ, რომ ყველას უნდა შეეძლოს თავისუფლად გამოხატოს მისი შეხედულება, შეიკრიბონ თავისუფლად ყველანაირი ხელშეშლის გარეშე. თუმცა ამ შემთხვევაში, თუკი დარღვევა იყო, ეს არის ბელგიის სამართალდამცველთა კომპეტენცია და ჩვენ, მითუმეტეს სახალხო დამცველს, ამ მოვლენებზე ნამდვილად არ შეუძლია რეაგირება,“ – აცხადებს ნინო ლომჯარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები