მიხეილ სააკაშვილი: დღეს საქართველოში ჩასასვლელად სიტუაცია მზად არ არის

ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერ ემიგრანტებს შეხვდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას თქვა, ახლა საქართველოში არ არის მზად ის სიტუაცია, რომ დაბრუნდეს. ექსპრეზიდენტის თქმით, მან და მისმა მხარდამჭერებმა საქართველოში მის ჩასასვლელად “ეს სიტუაცია უნდა მოამზადონ”.

“დღეს არ არის სიტუაცია მზად, მაგრამ თუ დღეს სიტუაცია არ არის მზად, უახლოეს კვირეებში და თვეებში ჩვენ უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას, არ შეიძლება აქედან უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შენ შობე და გაზარდე, ამიტომ ძალიან მარტივია ჩვენთვის არჩევანი”, – თქვა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი შეხვედრის დაწყებამდე მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა სიტყვით გამოსვლის დროს და თქვა, რომ მათ “ევროპის ცენტრში იაფფასიანი შოუ მოაწყვეს”.

“აქ ჩამოსულია სუს-ის ჯგუფი, რაც არის დარღვევა დიპლომატიური წესების, რადგან თვალთვალი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება სანქციის გარეშე და მით უმეტეს, უცხოეთში არის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. იმედია, ბელგიის პოლიცია გაესაუბრება ტკბილად ამ ხალხს და მეორედ აღარ შემოუშვებს ბელგიაში”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები