ემიგრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებსაც ლიეჟში შეხვედრაზე არ უშვებენ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს

 ლიეჟში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეკრებაა დაგეგმილი, დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ადგილზე მისულ ემიგრანტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელსაც ნივთიერება თვალებში შეასხეს.

ფოტოს წყარო:  საზოგადოებრივი მაუწყებელი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები