“ქუჩიდან მოვიყვანეთ, ცირკის თანამშრომელი იყო, დღეს უსაფუძვლო პრეტენზიებს გვიყენებს“- ფედერაცია სპორტსმენის ბრალდებებს პასუხობს

„საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაცია“ სპორტსმენ ივან მაკაროვის ბრალდებებს პასუხობს.
ივან მაკაროვი აცხადებს, რომ ფედერაცია ამერიკაში ტურნირზე გამგზავრებაში ხელს უშლიდა.
როგორც ფედერაციის წარმომადგენლებმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მაკაროვის ბრალდებები უსაფუძვლოა.
„მაკაროვი არის უკმაყოფილო ფედერაციის, მისი თქმით, ჩვენ მას არ დავეხმარეთ. ცილისწამების და სიცრუის ნიაღვარი გადმოაფრქვია პრესაში. მას ჩვენთან პრეტენზიები არ გამოუთქვამს, ინტერნეტმედიით შევიტყვეთ მისი განცხადებები. მისი პრეტენზიები უსაფუძვლოა.
სამწუხარო და გულსატკენია, რომ სპორტსმენი, რომლეიც ქუჩიდან მოვიყვანეთ, ცირკის თანამშრომელი იყო, დღეს უსაფუძვლო პრეტენზიებს გამოთქვამს ჩვენს მიმართ“- განაცხადა ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ვალერი გულბანმა.
როგორც ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა არჩილ მიქანაძემ აღნიშნა, მაკაროვის მიზანი აშშ-ში წასვლა და საცხოვრებლად დარჩენაა.
„ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მაკაროვს ფედერაციის მხრიდან მაქსიმალური ხელეწყობა ჰქონდა. ვარჯიშობდ დარბაზებში, შემდეგ ევროპის ცემპიონი გახდა, სადაც მოიპოვა აშშ-ში წასვლის ლიცენზია, ამ პერიოდში საჭირო იყო დადებულიყო ხელშეკრულება სპორტსმენსა და ფედერაციას შორის , რაზეც მან უარი თქვა. მე გამიჩნდა ეჭვი, რომ მას საზღვარგარეთ წასვლა და იქ დარჩენა სურდა. თავად გადაწყვიტა მისულიყო საელჩოში, მიიღო უარი და შემდეგ გაუჩნდა პრეტენზიები ჩვენს მიმართ. მისი ბრალდებები აბსურდულია“- განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები