დავით მათიკაშვილი – ბიძინა ივანიშვილზე: საკუთარი ქვეყნის ერთგულებისთვის, სუვერენიტეტის დაცვისთვის, ნამდვილად ქართული საქმის კეთებისთვის ცდილობენ მის დასჯას

,,საკუთარი ქვეყნის ერთგულებისთვის, სუვერენიტეტის დაცვისთვის, ნამდვილად ქართული საქმის კეთებისთვის ცდილობენ მის დასჯას”,- ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ წერილს.

მისივე თქმით, ივანიშვილმა არ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებიც ფაქტობრივად, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში გადაიზრდებოდა.

„მიუხედავად მოგებული საქმეებისა, საბანკო სისტემის რეპუტაციასაც კი არაფრად დაგიდევენ, ოღონდაც ის მიზნები შეასრულონ, რაც ამ არაფორმალური გავლენებით მოქმედ ძალებს ესაჭიროებათ და რაზეც ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე თანხმობა არ თქვა. მან არ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებიც ფაქტობრივად, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში გადაიზრდებოდა. სწორედ ამიტომ – საკუთარი ქვეყნის ერთგულებისთვის, სუვერენიტეტის დაცვისთვის, ნამდვილად ქართული საქმის კეთებისთვის ცდილობენ მის დასჯას და ცდილობენ, შეუწყვიტონ ის რესურსი, რომელიც ყველა ნორმიდან, ყველა გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რაც დღეს მიღებული აქვს მსოფლიოს სხვადასხვა სასამართლოს, ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები