გუაიდო ვატიკანს ვენესუელაში კონფლიქტის დარეგულირებას სთხოვს

ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი, ხუან გუაიდო რომის პაპს თხოვნით მიმართავს, დაეხმაროს ვენესუელას კონფლიქტის დარეგულირებაში. შესაბამისი განცხადება მან ტელეარხ “Sky TG24”-ის ეთერში გააკეთა.
გუაიდოს თხოვნამდე, რომის პაპს ვენესუელას არჩეულმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომაც მიმართა.
რამდენიმე დღით ადრე კი რომის პაპმა განაცხადა, რომ ვატიკანს შეუძლია ვენესუელას კრიზისის დარეგულირებაში, როგორც შუამავალი, ჩაერიოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე ორივე მხარე თანახმა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები