დონეცკში საარჩევნო უბანი დაარბიეს

   შეიარაღებულმა პირებმა დონეცკში საარჩევნო უბანი დაარბიეს. როგორც Liganet-ი იუწყება, თვითგამოცხადებულ რესპულიკაში, ინდუსტრიულ ტექნიკუმში საარჩევნო უბნის გახსნიდან 10 წუთში ადგილზე მიკროავტობუსითა და მანქანით 17 შეიარაღებული ნიღბიანი პირი მივიდა. მიკროავტობუსს და ავტომობილს ნომრები არ ჰქონდათ. შეიარაღებულმა პირებმა საარჩევნო კომისია დაარბიეს.
დონეცკის ოლქში ამჟამად 2430 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 426 მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები