სლავიანსკის მახლობლად იტალიელი ჟურნალისტი და მისი თარჯიმანი მოკლეს
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე მიმდინარეობს, წუხელ სლავიანსკის მახლობლად იტალიელი ჟურნალისტი და მისი თარჯიმანი მოკლეს. სროლისა და აფეთქებების დროს ფრანგი ჟურნალისტიც დაშავდა. სეპარატისტები სლავიანსკისა და ლუგანსკის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე უკრაინელი სამხედროების ბლოგ-პოსტსაც დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა ოთხი კი დაშავდა.