სამხრეთ აფრიკაში შახტა ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ 20-ზე მეტი ადამიანი იმყოფება

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შახტა ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ 20-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Middleburg Observer” ავრცელებს.
გაზეთის ინფორმაციით, 42-კაციანმა ჯგუფმა ლესოტოდან, შახტაში აღჭურვილობის მოპარვის მიზნით შეაღწია, ამ დროს კი მეთანის ავზი აფეთქდა, რომელიც შახტაში იყო.
გადარჩენილების თქმით, ოცმა ადამიანმა შახტიდან ამოსვლა მოახერხა და კიდევ ორი ადამიანიც ამოიყვანა, რის შემდეგაც დანარჩენების ამოსაყვანად შახტაში 4 ან 6 ადამიანი ჩაბრუნდა, მაგრამ უკან არავინ ამოსულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები