ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად დევიდ მელპასი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატად, რუზველტის დარბაზში, დევიდ მელპასი წარადგინა.

„მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს კანდიდატს, ბატონ დევიდ მელპასს“, – განაცხადა ტრამპმა.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ იონ კიმი თანამდებობიდან 1 თებერვალს, უფლებამოსილების ამოწურვამდე 3 წლით ადრე გადადგა. მის მოვალეობას ამჟამად აღმასრულებელი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა ასრულებს.

კანდიდატების შერჩევა თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, შერჩეულ კანდიდატს კი აპრილის შუა რიცხვებში დაამტკიცებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები