სტამბოლში ექვსსართულიანი შენობა ჩამოინგრა (ფოტო, ვიდეო)

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, მალტეპეს რაიონში ექვსსართულიანი შენობა ჩამოინგრა, დაწყებულია სამაშველო ოპერაციები. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი “NTV” ავრცელებს.
ინციდენტის ადგილას სასწრაფო დახმარების ბრიგადები, პოლიცია და სამაშველო დანაყოფებია მობილიზებული.
წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ვარაუდით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები