გია აბაშიძე: Freedom House-ის ცალკეული ანალიტიკოსები თავიანთ შეფასებებში ძალიან უხეშ შეცდომებს უშვებენ

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, Freedom House-ის ცალკეული ანალიტიკოსები თავიანთ შეფასებებში ძალიან უხეშ შეცდომებს უშვებენ. ამის შესახებ აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
აბაშიძე ორგანიზაციის შეფასებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველოს მსგავსად, ნაწილობრივ თავისუფალია.
„მე ადრეც ვთქვი, Freedom House-ის ცალკეული ანალიტიკოსები, უშვებენ ძალიან უხეშ შეცდომებს თავიანთ შეფასებებში, ანალიტიკურ მასალებში. მაგალითად, ბატონი შენკანი, რომელმაც თქვა, რომ თურმე, მეორე არხი არ გადასცემდა საპარლამენტო სხდომებს. თურმე, პოლიტიკური ვენდეტა მიმდინარეობდა სააკაშვილის ყოფილ მაღალჩინოსნებზე, კიდევ მრავალი სხვა.
ორმაგ სტანდარტს ხომ არ აქვს ადგილი, როცა საერთშორისო თანამეგობრობა მრავალი ათწლეულია სხვადასხვა ფორმატიდან, ტრიბუნიდან მკვეთრად, საჯაროდ ამბობს იმას, რომ აფხაზეთში ყოველგვარი სამოქალაქო და ადამიანის უფლებები ტოტალურად ირღვევა. აფხაზეთი ოკუპირბეულია რუსეთის მიერ, ოკუპანტ ქვეყანაზე Freedom House ამბობს, რომ რუსეთი არათავისუფლაია, მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად ახსენებს აფხაზეთს უკვე წლების განმავლობაში და ამბობს, რომ ნაწილობრივ თავისუფლაია. აქაც შეკითხვაა ეს ორმაგი სტანდარტია? რომელ ანალიტიკოსებს ეყრდნობა, როცა ჩვენც, საქართველო და ჩვენგან სეპარირებული რეგიონი ერთნაირ მარჟაში არიან, რასაც ჰქვია ნაწილობრივ თავისუფალი. რომელ წყაროებს ეყრდნობიან? რამდენად სანდოა? მეორე და მთავარი იცით რა არის აქ? ასეთი კვლევები და ასეთი დასკვნები საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ. რომელი ჩვენი თანამოქალაე დაიჯერებს რომ ეს დასავლეთის „კეთილ“ მიზნებშია? როცა ვლაპარაკობთ ანტიდასავლურ განწყოებზე, ე ს არ არს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პროპაგანდა, ეს არის ასეთი არაპროფესიონალურად შექმნილი , ცალკეული ანალიტიკოსების რაღაცა ალოგიკური კვლევები. ეს ქმნის ანტიდასავლურ განწყობებს. ეს მათსავე რეპუტაციაზე აისახება დროთა განმავლობაში“- განაცხადა გია აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები