აზერბაიჯანში მომხდარმა მიწისძვრამ შესაძლოა შამახას ვულკანების გააქტიურება გამოიწვიოს

მიწისძვრამ, რომელიც აზერბაიჯანში წუხელ მოხდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მცირე ბიძგებიც შეიმჩნეოდა, შესაძლოა, შამახაში ვულკანების გააქტიურება გამოიწვიოს. ამის შესახებ გამოცემა “ტრენდს” აზერბაიჯანის გეოლოგიურ-მეტეოროლოგიური ცენტრის პროფესორმა, ადილ ალიევმა განუცხადა.
ალიევის თქმით, ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანები გააღვიძა და შესაძლოა, მითი ამოფრქვევა გამოიწვიოს, მიწისძვრის შემდეგ, აუცილებელია ექსპედიციის ჩატარება, რათა ვულკანის ზუსტი მდგომარეობა დადგინდეს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში, ბაქოდან 131 კილომეტრში, წუხელ, 23:41 საათზე 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები