ვაშინგტონის მეტროში აფეთქების გამო ხალხის ევაკუაცია განხორციელდა (ვიდეო)

ვაშინგტონთან ახლოს, მეტროსადგურ “როსლინიდან” ტრანსფორმატორის აფეთქების გამო მგზავრების და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა, აფეთქებამ მიწისქვეშეთში ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, მიწისქვეშ აფეთქება ახლომდებარე საოფისე ცენტრების და მაღაზიების პერსონალმაც იგრძნო. სავენტილაციო შახტიდან, რომელიც სამგზავრო ნაწილთან ახლოს მდებარეობს გარკვეული დროის განმავლობაში შავი კვამლი ამოდიოდა.
პოლიცია და სახანძრო ეკიპაჟები ინციდენტის ადგილას მალევე მივიდნენ, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქებამ ელექტრომომარაგების ნაწილობრივი გათიშვა გამოიწვია, მაგრამ მატარებლების მოძრაობა მალევე აღდგა.

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები