შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის სამი პირი დააკავა
შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის სამი პირი დააკავა
შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე, მერვე განყოფილების და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, ბათუმში და გონიოში მდებარე სასტუმროების დროებითი მფლობელები, თურქეთის მოქალაქეები – 1946 წელს დაბადებული ჰასან ბ, 1980 წელს დაბადებული ორჰან ქ. და საქართველოს მოქალაქე, 1966 წელს დაბადებული ზორბეგ დ. დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის სასტუმროების ნომრებს სისტემატიურად უთმობდნენ.
სამართალდამცავებმა სასტუმროებში მომუშავე პირები და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=r1gpywOEWcA” width=”560″ height=”315″]