ეკა ბესელია: თითის დაქნევები და დატუქსვები არ უნდა იყოს, ქვეყანაში სხვა პოლიტიკური პროცესია

დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ იმ ადამიანებმა ვინც დიდი გზა განვლეს პოლიტიკაში, უფლება აქვთ, მაღალ რეგისტრში ელაპარაკონ იმ პირებს, რომლებსაც ახლა გაახსენდათ სამართლიანობის დაცვა.
​მისივე თქმით, პარტიიდან გარიცხვა და თითის დაქნევა უკვე დაგვიანებულია, მმართველი გუნდი სხვა ეტაპზეა გადასული.
​„საკითხს ასე არ ვუყურებ. თემას ასე არ დავაპატარავებდი და არ დავიყვანდი. რაღა დროს გარიცხვაზეა საუბარი. მგონია, რომ ქვეყანაში სხვა პოლიტიკური პროცესია და სხვა ეტაპზე გადავედით. საზოგადოება გაიზარდა და არ მგონია, რომ ასეთი კატეგორიებით უნდა საუბრობდეს მმართველ პარტიაში ვინმე. თითის დაქნევები და დატუქსვები არ უნდა იყოს. ვგავართ იმ ადამიანებს, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს? არ მგონია, რომელიმე ჩვენგანი ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდეს. მშობლის როლიდან გამოვიდნენ და ზრდასრული როლიდან ელაპარაკონ საზოგადოებას. ყველამ ის გზა გავიარეთ, რომელიც უფლებას გაძლევს, ცოტა უფრო მაღალ რეგისტრში ელაპარაკო მეორეს, რომელმაც გუშინ გაიღვიძა და გაახსენდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა დაიცვას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები