ეკა ბესელია: თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააცნობიეროს, თუ როგორ მართლმსაჯულებას დაუტოვებს ქვეყანასა და მომავალ თაობებს

7 წლის თავზე, კიდევ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა – ეს არის სწორედ ის, ვართ თუ არა ერთგული იმ ღირებულებებისა და ფასეულობების, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვიცავდით, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ დეპუტატებს.
როგორც ბესელიამ განაცხადა, დღეს „ქართული ოცნება“ გამოცდის წინაშე დგას და ეს დღევანდელი ხელისუფლების გამოწვევაა.
„არც მეტი და არც ნაკლები – ჩვენ ძალიან სახიფათო და ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წინაშე ვიდექით, როდესაც პარლამენტს გარკვეული ჯგუფები თავს ძალიან საზიანო გადაწყვეტილების მიღებას ახვევდნენ. ჩვენ მოვახერხეთ, რომ პროცესი იმ ეტაპზე გადავიყვანეთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა და ადამიანის უფლებები აქსესუარი კი არ იყოს და ვისაც როდის უნდა, მაშინ კი არ ახსენდებოდეს, არამედ ეს იყოს ის მთავარი ხაზი და მთავარი იდეა, რისთვისაც ჩვენ პირველი ოქტომბერი მოვიყვანეთ. რაც დეკემბრის ბოლო კვირას მოხდა, არის მნიშვნელოვანი წყალგამყოფი და მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რა უნდა გააკეთოს. თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააცნობიეროს, თუ როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და როგორ მართლმსაჯულებას დაუტოვებს ქვეყანასა და – მომავალ თაობებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები