ირაკლი კობახიძე: 2018 წელი ნაყოფიერი იყო, 705 კანონი მივიღეთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2018 წელი ნაყოფიერი იყო, რადგან პარლამენტმა 705 კანონი მიიღო.
მან პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, მინისტრებსა და სტუმრებს სხდომაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ამ თვალსაზრისით, 2018 წელი ნაყოფიერი გახლდათ. კერძოდ, ამ პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 705 კანონი, მათ შორის 294 ინიცირებული იყო პარლამენტის შესაბამისი სუბიექტების მიერ. თუმცა, დღეს ამ დარბაზში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ იყო ამა თუ იმ კანონპროექტის წარმდგენი. მთავარია, რომ თითოეული კანონი იქმნებოდა ქვეყანაზე, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანის სულისკვეთებით.
მადლობას გიხდით პარლამენტში მობრძანებისთვის, დღეს თქვენი მობრძანებით თქვენ საფუძველი ჩაუყარეთ ძალიან კარგ და მნიშვნელოვან ტრადიციას, რაც დადებითად აისახება სამომავლოდ პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის პროდუქტიულ თანამშრომლობის გაღრმავებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.