თბილისის პარლამენტში 6 წლის შემდეგ, საგაზაფხულო სესია მიმდინარეობს
6 წლის შემდეგ, თბილისის პარლამენტმა დღეს მუშაობა საგაზაფხულო სესიით განაახლა. ამ წუთებში, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში იმართება. სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
პლენარულ სხდომას 121 დეპუტატი ესწრება.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებიან.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს.
ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის მიერ გაწეულ საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, საგარეო მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს დაეთმობა. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის და საქმიანობას სრულად თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში დაიწყებს.