ლონდონში ცნობილი მეზღვაურის მეთიუ ფლინდერსის მიტოვებული საფლავი იპოვეს (ვიდეო)

Matthew Flinders (1774-1814) English naval officer, hydrographer and explorer. Surveyed coast of New South Wales (1795-1800). Circumnavigated Australia and surveyed the whole coastline (1801-1803). Engraving.

არქეოლოგებმა, ლონდონში, სადგურ იუსტონის ქვეშ მიტოვებული სასაფლაო გათხარეს და ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი მეზღვაურის, მეთიუ ფლინდერსის საფლავი იპოვეს.
ის იყო პირველი, რომელმაც 1802 წელს ავსტრალიის მატერიკი გადალახა.
ითვლება, რომ ფლინდერსმა მას ამჟამინდელი სახელწოდება მისცა, თუმცა ამას ბევრი უარყოფს.
თითქმის 2000 წლის ლონდონს ძალიან დიდი ისტორია აქვს, ამიტომ საერთოდაც არ არის გასაკვირი, რომ ქალაქი ბევრ საიდუმლოს ინახავს.
ქალაქში ძალიან ბევრი მიტოვებული სასაფლაოა და უამრავი სამარხია, რომლის კანონის მიხედვით, უსაფრთხო ექსჰუმაცია და სხვაგან დასაფლავება უნდა მოხდეს. ასეთი პროცესები ხშირად საოცარ აღმოჩენებთანაა ხოლმე დაკავშირებული.
რაც ძალიან საინტერესოა, ზუსტად მეცნიერების მიერ მითითებულ ადგილას იყო დასაფლავებული ფლინდერსი 1814 წლის 23 ივლისს.
პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ სასაფლაო მიტოვებული იყო და საქალაქო პარკად გადაკეთებული. რის გამოც, საფლავის ქვები ადგილიდან აიღეს და დაახლოებით 60 ათასი საფლავი უსახელოდ დარჩა.
40 ათასი საფლავის გათხრის შემდეგ, არქეოლოგები აღარ ფიქრობდნენ, რომ მეზღვაურის ნეშტს იპოვიდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის იმედი ჰქონდათ.

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები