ხვალ “რედისონ ბლუ ივერიაში” ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, 4 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად წარადგენს.

როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პარლამენტის წევრებთან ერთად, ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი. ღონისძიების მთავარი სპიკერები ისაუბრებენ ბავშვის უფლებათა კოდექსის მნიშვნელობაზე ნაციონალურ კონტექსტში; ბავშვის უფლებათა კოდექსის მნიშვნელოვან ასპექტებზე; კოდექსის პროექტის სტრუქტურის დასაბუთებაზე და კანონის იმპლემენტაციის შესაძლებლობებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები