უკრაინაში საქართველოს ელჩი მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას დაესწრო
უკრაინაში საქართველოს ელჩი – გელა დუმბაძე კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში, მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას დაესწრო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გელა დუმბაძე ასევე დაესწრო საღვთო ლიტურგიის შემდეგ გამართულ საზეიმო მიღებას.
ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი – პეტრო პოროშენკო, უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები, უკრაინაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები.