ბარნოვის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა – დატბორილია შენობების პირველი სართულები
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა, დაიტბორა რამდენიმე ბინა, სალონი და მაღაზია. როგორც ირკვევა, აღნიშნულის მიზეზი 900 მმ-იანი მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანება გახდა.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, რომ მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის დინების შესაჩერებლად, დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
„ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღმოსაფხვრელად, სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბარნოვის ქ. N72-დან N80-მდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
წყალმომარაგება შეეზღუდა ვაკის რაიონში, ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილს და მიმდებარე ქუჩებს.წყალმომ
არაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, 4 თებერვლის დილის, 09:00 საათიდან აღდგება.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.