ზაზა გაბუნია მოსახლეობას შეხვდა 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქის და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა გაბუნია დღეს მოქალაქეებს შეხვდა.
მან მოქალაქეების პრობლემები მოისმინა და აღნიშნა, რომ მათი მოგვარებისთვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შუამდგომლობები მომზადდება.
“დღეს, ტრადიციულად, ხალხმრავლობა იყო ჩემს წარმომადგენლობაში. ძირითადი სამუშაო სწორედ მიღების შემდეგ იწყება, როცა მოქალაქეების მიერ დასმული საკითხების მოგვარებისთვის გრძელდება ზრუნვა”,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ცნობისათვის, შეხვედრაზე მოქალაქეების მიერ დასმული საკითხები სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, დასაქმებისა და ჯანდაცვის თემატიკას ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები