თბილისში ერთ თვეში 2381 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი ჩაიხსნა
კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” საგანგაშო სტატისტიკას ავრცელებს. როგორც “კვირას” კომპანიიდან აცნობეს, მხოლოდ ერთ თვეში, მიმდინარე წლის იანვარში, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში კომპანიის სპეციალისტებმა 2381 კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს, თითოეული მათგანი ოჯახს და კორპუსის მცხოვრებლებს პირდაპირ საშიშროებას უქმნიდა. მოქალაქეების ბინებში მათი უმრავლესობა გაზის ქსელიდან განმეორებით ჩაიჭრა.
“ყაზტრანსგაზის” ინფორმაციით, საგანგაშო მონაცემები უბნების მიხედვით ასე გამოიყურება: 1. ჩუღურეთი, ნაძალადევი 750 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი; 2. სამგორი 571 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი; 3. გლდანი, სანზონა, თემქა 302 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი; 4. დიღომი, დიდუბე 205 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი; 5. ვაკე, წყნეთი 57 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი; 6. ისანი, ვაზისუბანი 229 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი; 7. მთაწმინდა, კრწანისი 105 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი; 8. ნუცუბიძე 97 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი; 9. საბურთალო 65 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.
“კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” მოგიწოდებთ, ნუ მოიხმართ აკრძალული ღიაკამერიან წყალგამაცხელებლებს და გაზგამათბობლებს, რადგან ამით საფრთხეს უქმნით საკუთარ სიცოცხლეს, ოჯახს და კორპუსში მცხოვრებ თქვენს მეზობლებს”,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.