საპენსიო სააგენტო საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდა

მოქალაქეთა მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე საპენსიო სააგენტო საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
საპენსიო სააგენტოს თანამშრომლები სამუშაო დღეებში 9:00-დან 21:00 საათამდე, ხოლო უქმე დღეებში 9:00-დან 18:00 საათამდე უწყვეტად მოგემსახურებიან.
დარეკეთ საკონტაქტო ნომერზე 2197676, მოგვწერეთ მეილზე Info@pensions.ge ან მობრძანდით მისამართზე ნ.ყიფშიძის N7ბ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. რის თანახმად, 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის საპენსიო რეფორმა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის – ნებაყოფლობითი.
დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები