ეროვნულ სასახლეში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა
პირველ თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზში ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბის წევრებმა, სასახლის მიმართულებების მოსწავლეებმა, დირექტორმა თიკა რუხაძემ და პედაგოგებმა ცნობილი ნაწარმოებები საჯაროდ წაიკითხეს.
„საგანმანათლებლო – შემეცნებითმა აქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე წელს მეოთხედ უერთდება ამ მასშტაბურ ღონისძიებას. ღონისძიების ინიციატორია ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ“, – აცხადებენ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში.
R