ამერიკაში ძლიერი ყინვისგან დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
ამერიკაში ანომალიური ყინვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას “Fox News” ავრცელებს.
ზოგი ადამიანი გარეთ და საკუთარ სახლებშიც გაიყინა, ზოგი ავტოსაგზაო და უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა.
საავადმყოფოებში ასობით ადამიანი გაციების ან კიდურების მოყინვის სიმპტომებითაა მოთავსებული.
ილინოისის შტატის ქალაქ როკფორდში, ტემპერატურის სკალა რეკორდულ -34 გრადუსს აფიქსირებს. ჩიკაგოში ასი წლის რეკორდი დამყარდა და -29 გრადუსი სიცივე დაფიქსირდა. მედისონში, შტატ ვისკონსენში, კი -32 გრადუსია.
ჩიკაგოში, ზოგიერთმა ოფისმა დასვენების დღეები გამოაცხადა, ამასთან, ელექტრომომარაგებისა და წყალმომარაგების მასშტაბური შეფერხება დაფიქსირდა. ასევე, შეზღუდულია ტრანსპორტით გადაადგილება.
თარგმნა ანა პაპიძემ