მამუკა ბახტაძე: რომ არა 2014-2015 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ 118 პირი მიიღებდა

მინდა შევეხო მნიშვნელოვან გამარჯვებას – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუსეთიდან დეპორტირებულების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ არა 2014-2015 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ 118 პირი მიიღებდა, რადგან წინა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემები მიაწოდა.
“მინდა შევეხო მნიშვნელოვან გამარჯვებას. სტრასბურგის სასამართლომ დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ ათი მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ სამართალმა იზეიმა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო – რომ არა 2014-2015 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ 118 პირი მიიღებდა, რადგან წინა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემები მიაწოდა. 2014 წლიდან 2016 წლამდე ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, დამუშავდა და სასამართლოს გადაეგზავნა 1500 მოქალაქის მონაცემი, რომლებიც მიიღებენ ამ კომპენსაციას. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები