Facebook-მა და Twitter-მა ასობით ექაუნთი წაშალა, რომლებიც ირანთან იყო დაკავშირებული
Facebook-მა ასობით გვერდი და ჩანაწერი წაშალა, რომელიც ირანთან იყო დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ცნობილია, წაშლილია 783 გვერდი, ჯგუფი და ჩანაწერი.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ექაუნთების გვერდებზე ირანული მედიიდან ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა. კერძოდ, საქმე ეხება ისრალი-პალესტინას კონფლიქტს, ვითარებას სირიასა და იემენში.
თარგმნა ანა პაპიძემ