ბაჩო ოდიშარია: საატესტატო გამოცდების გაუქმება და ის, რომ ზოგადი უნარები სავალდებულო აღარ იქნება, ერთადერთი მისასალმებელი და საჭირო ნაბიჯია

კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია „პოსტ ტვ“-ს მედიარენტგენში საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან და მისაღები გამოცდებიდან ზოგადი უნარების სავალდებულო ფუნქციის მოხსნასთან დაკავშირებით საუბრობს.
მისი თქმით, აუცილებელია მოხდეს განათლების კონცეფციის გადააზრება, როგორც ეს ხდება განვითარებულ ქვეყნებში.
„თუ მართლა გვსურს განვითარება, უნდა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების მიდგომებს, რომლებიც განათლების დოგმატურ მეთოდიკას უარყოფენ და ახალი კონცეფციების შემოღებაზე მუშაობენ. ის, რომ საატესტატო გამოცდები უქმდება და ზოგადი უნარები სავალდებულო აღარ იქნება, ერთადერთი მისასალმებელი და საჭირო ნაბიჯია რაც მრავალი წლის მანძილზე ჩვენ საგანმანათლებლო რეფორმებში გატარებულა“, – ამბობს ბაჩო ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები