სამხრეთ აფრიკაში დაკარგული მეგაპოლისი იპოვეს (ვიდეო)

ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ქვის სახლების დიდი ოდენობა იოჰანესბურგის მიმდებარე ტერიტორიაზე სინამდვილეში მეგაპოლისის ნარჩენებია, რომელიც ისტორიისთვის 200 წლის განმავლობაში იყო დაკარგული. შესაბამისი სტატია პორტალ “Science Alert”-ზე გამოქვეყნდა.
აღმოჩენის გაკეთება შესაძლებელი გახდა “LIDAR” ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც აქტიური ოპტიკური სისტემების დახმარებით, სამგანზომილებიანი ნახატის შედგენის საშუალებას იძლევა. მისი დახმარებით, შესაძლებელი გახდა, მეცნიერებს დაენახათ დასახლების რეალური სახე: ნამდვილი მეგაპოლისი ასობით სახლითა და დიდი სავაჭრო ქსელით.
მკვლევარების აზრით, ქალაქში, რომლის სახელიც კვენენგია და სადაც ტსვანას ხალხი ცხოვრობდა, ორი საუკუნის წინანდელია იქ 800 სახლი იყო და მოსახლეობა სულ მცირე 10 ათას ადამიანს შეადგენდა.
გამოთვლების თანახმად, კვენენგი XV საუკუნიდან არსებობდა, ხოლო XIX საუკუნეში მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა. ქალაქის ფართობი დაახლოებით, 20 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა.

თარგმნა ანა პაპიძემ

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები