ბაშარ ასადი: რუსეთმა მთელი უახლოესი აღმოსავლეთი გადაარჩინა

    რუსეთმა მეოთხედ დაადო ვეტო გაეროს უშიშროების რეზოლუციას, ამით მან არა მარტო სირია, არამედ მთელი უახლოესი აღმოსავლეთი გადაარჩინა, მან სტაბილურობა შეინარჩუნა და შეაჩერა დასავლური ჰეგემონია – განაცხადა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დამასკოში რუსეთის მთავრობის მდივანთან, დიმიტრი როგოზინთან შეხვედრისას.
,,მთავარი წვლილი ამაში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიუძღვის . მან მსოფლიოში რუსეთს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თავისი ადგილი დაუბრუნა, ვიდრე ის საბჭოთა კავშირის დროს იკავებდა“,- განაცხადა ასადმა.
რუსეთმა და ჩინეთმა გუშინ ვეტო დაადეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას სირიასთან მიმართებაში, რომელიც სირიის ე.წ. დოსიეს გადაცემას ითხოვდა საერთაშორისო სასამართლოსთვის . რეზოლუცია საფრანგეთის მიერ იყო ინიცირებული . რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ბიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ დოკუმენტი მხოლოდ საბაბია სირიაში არსებულ სიტუაციაში ძალისმიერი ჩარევისთვის.
სირიაში სამოქალაქო კონფლიქტი 2011 წლის მარტში, მასობრივი გამოსვლებით დაიწყო. სიტუაცია განსაკუთრებით 2013 წლის აგვისტოდან გამწვავდა, როცა ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, სამთავრობო ჯარების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო 1,4 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებში რუსეთი და აშშ სირიიდან ქიმიური იარაღის გატანაზე და მის განადგურებაზე შეთანხმდნენ. მალე ერთობლივი მისიაც შეიქმნა,რომელიც გეგმის განხორციელებაზე არის პასუხისმგებელი . დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, პრიორიტეტული ქიმიური ნივთიერებები, რომელიც 20 ტონა ტოქსიკურ გაზსაც გულისხმობს, ქვეყნიდან 2014 წლის 31 მარტამდე უნდა გაეტანათ 2014 წლის ბოლოსთვის კი ქიმიური იარაღი სირიაში მთლიანად უნდა განადგურდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები